დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ
დედის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა სოფელ მუხურაში, ახალსოფელში, დაბაძველსა და საწირეში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე პირადად მიულოცა. დავით ჩერქეზიშვილმა 3 მარტი, ასევე, მიულოცა აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძის დედას და სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირული შვილის გაზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.მრავალშვილიან დედებს ოჯახებში, ასევე, ესტუმრნენ ვიცე-მერი გიორგი ლომთაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 38 მრავალშვილიანი დედაა რეგისტრირებული, რომელთაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. ყველა მათგანმა 3 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქარები მიიღო.