საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 50 ოჯახმა სასაჩუქრე პაკეტები მიიღო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “რიზორთ ბლუ დაიმონდის”თანამშრომლობით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 50 ოჯახს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ, რომელიც ჯამში 5000 ლარზე მეტი ღირებულების სურსათს მოიცავდა და ბავშვებისთვის დამატებით სათამაშოებსაც ითვალისწინებდა.
აქციის ფარგლებში ოჯახებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ და სასურსათო პაკეტები გადასცეს.
აღნიშნული კომპანია მუნიციპალიტეტში საქმიანობს და პერიოდულად საქველმოქმედო აქტივობებს ახორციელებს.