მინი ფეხბურთში გამარჯვებული ძუყნურის ,,ქარიშხალა“ გახდა
ძუყნურის ,,ქარიშხალა“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2023 წლის მინი ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მეორე ადგილზე ქ. ტყიბულის გუნდი ,,ელიტა“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ,,ზემელმა“ დაიკავა.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ დააჯილდოვეს.
გუნდებს მუნიციპალიტეტისაგან, შესაბამის მედლებთან და სიგელებთან ერთად ფულადი პრიზები გადაეცათ: I ადგილზე გასულმა გუნდმა 700 ლარი მიიღო, II-ე ადგილოსანმა 500, ხოლო III ადგილის მფლობელმა - 300. დამატებით, ამავე ოდენობის ფულადი პრიზები გადასცა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს.
დასახელდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც:
- საუკეთესო ბომბარდირი - ლუკა ჯანელიძე (ზედა ხრესილი);
- საუკეთესო ფეხბურთელი - ანრი ლაფერაძე (ქარიშხალა);
- საუკეთესო მეკარე - საბა ჯმუხაძე (ქარიშხალა).
ტურნირი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.