უნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ
ტყიბულის მუნიციპალური სოციალური პროგრამებით, მათ შორის, ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში მოსარგებლე ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე ოჯახში პირადად იმყოფებოდა და ბენეფიციარებს სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
მერი ოჯახების საჭიროებებსაც გაეცნო და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა