Hot line:(497) 22 20 20

„გოგნის ქარის კომპანიის“ სკრინინგის განცხადება

30 April, 2026

გაცნობებთ, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის (224 მგვტ სიმძლავრის „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“, 220 კვ ძაბვის საჰაერო და 35 კვ ძაბვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზებისა და 220 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობა და ექსპლუატაცია) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის საჭიროების დადგენის მიზნით შპს „გოგნის ქარის კომპანიის“ მიერ ა/წ 22 აპრილს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება.

სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/.

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/8fa4c479-16b4-4291-87b5-5a4b59246e9e.

სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებული საკითხებისა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა  შესაძლებელია  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში  2026 წლის 5 მაისის ჩათვლით მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

Share page