მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მარიამ სანებლიძესთან ერთად, ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დააჯილდოვა.მოწვეულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებაზე დავით კუბლაშვილმა ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის მრავალფეროვნებასა და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა, მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და აღინიშნა, რომ პედაგოგის როლი ქართული ენის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ასევე თაობების აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტია.
ღონისძიება ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო.