Hot line:(497) 22 20 20

სამედიცინო კონსულტაციები კურსებში დაზარალებული მოსახლეობისათვის

14 March, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო კონსულტაციები უტარდებათ. სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები კოორდინაციაში არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა პროფილის ექიმები დაზარალებულებს საჭიროებისამებრ, პირველად დახმარებას უწევენ.

     

ადგილზეა სათანადო სამედიცინო აპარატურა. სიტუაციის შესაბამისად მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც.

სამედიცინო კონსულტაციის მიმდინარეობას გაეცნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი, ზესტაფონი-ბაღდათი- თერჯოლა- ტყიბულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახის ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

სტიქიის ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და ადგილზე სწავლობენ ვითარებას. ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბი.

 

Share page