Hot line:(497) 22 20 20

8 მარტი ქალბატონებს ქუჩაში ყვავილებით მიულოცეს

8 March, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძე ა.(ა.)ი.პ. კომუნალური გაერთიანების დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების ქალ თანამშრომლებს 8 მარტი ყვავილებითა და სასაჩუქრე ბარათებით ქალაქის ქუჩებში მიულოცეს.

  

დავით კუბლაშვილმა, ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, კლიმატური პირობების მიუხედავად მუნიციპალიტეტის სისუფთავესა და იერ-სახის შენარჩუნებას ემსახურებიან მადლობა გადაუხადა.

დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე, ასევე მიულოცეს მერის მოადგილემ, მურმან ვერულაშვილმა, კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანელმა, ავთანდილ ჭანტურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

Share page