Hot line:(497) 22 20 20

თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა 3 მარტი მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს მიულოცეს

3 March, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცეს და ყვავილები და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.

  

დავით კუბლაშვილმა დედის დღე ასევე მიულოცა ნუნუ ფოჩხიძეს, შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძის დედას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა.

დედის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტისგან საჩუქარი 95 მრავალშვილიანმა და მარტოხელა დედამ მიიღო.

Share page