Hot line:(497) 22 20 20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სრულდება

23 February, 2026

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. გურნისა და სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ლევან ჩხიკვაძე და მურმან ვერულაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

    

მოსახლეობამ სოფლის საჭიროებების გათვალისწინებით პრიორიტეტული მიმართულებები შეარჩია, რომელთა უმრავლესობა სასაფლაოს შეღობვას, გზის საფარისა და გარე განათების მოწყობას შეეხებოდა.

პროგრამის ფარგლებში, წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა თანხამ 542 000 ლარი შეადგინა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მოსახლეობის გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიხარჯება.

Share page