Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნუციპალიტეტს კომუნალურ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

3 February, 2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა, მოადგილეებთან ერთად თანამშრომლებს კომუნალური გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ავთანდილ ჭანტურიძე წარუდგინა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ააიპ-ების ხელმძღვანელები.

    

მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში კომუნალური გაერთიანების მნიშვნელოვან როლზე და გუნდთან ერთად ავთანდილ ჭანტურიძეს წარმატებები უსურვა.

ავთანდილ ჭანტურიძეს კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

Share page