Hot line:(497) 22 20 20

საკრებულოს მორიგი სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება

24 December, 2018

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, 10:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება .

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ექვსი საკითხი:

 
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;

3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

4. ინფორმაცია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან განხორციელებული მუნიციპალური სოციალური პროგრამის შესრულების შესახებ;
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
6. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.

მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი #3, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზი.

Share page