საკრებულოს მორიგი სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, 10:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება .
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ექვსი საკითხი:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ;
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
4. ინფორმაცია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან განხორციელებული მუნიციპალური სოციალური პროგრამის შესრულების შესახებ;
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
6. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი #3, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზი.