Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია სტაჟირების კონკურსს აცხადებს

5 March, 2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენას,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, კვალიფიკაციის ამაღლებას საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევენ არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.

 

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია  hr.gov.ge -ზე  2024 წლის 18 მარტის ჩათვლით,

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე კონკურსის ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ  მითითებულ ჩამონათვალში:

შიდა აუდიტის სამსახურის სტაჟიორი

ზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლის კოორდინაციის განყოფილების სტაჟიორი

შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი

სტაჟიორი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით

 ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის განვითარებისა და კომუნიკაციის მართვის განყოფილების სტაჟიორი

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის სტაჟიორი

Share page