ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია სტაჟირების კონკურსს აცხადებს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, კვალიფიკაციის ამაღლებას საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევენ არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია hr.gov.ge -ზე 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით,
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე კონკურსის ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ მითითებულ ჩამონათვალში:
შიდა აუდიტის სამსახურის სტაჟიორი
ზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლის კოორდინაციის განყოფილების სტაჟიორი
შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი