ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

100%-ანი გრანტის მფლობელი ხუთი ტყიბულელი ახალგაზრდა გახდა

24 სექტემბერი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე(100% გრანტი) აბიტურიენტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ირინე კორძაიამ და მერის მოადგილემ, სოფიო ბოჭორიშვილმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის, იმ ხუთ კურსდამთავრებულს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს, ცხოვრების ახალ ასპარეზზე წარმატებები უსურვეს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

 

100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს მუნიციპალიტეტისგან, სიგელები და ფულადი ჯილდო, 200-200 ლარი გადეცათ. წელს ერთიან ეროვნულ გამოცედებში 100%-იანი გრანტი მოპოვეს: 1. ლამარა მიქაბერიძე - ტყიბულის №6 საჯარო სკოლა; 2. ანი კახიძე - ტყიბულის №6 საჯარო სკოლა; 3. ქეთევან ჭანტურიძე - ტყიბულის №1 საჯარო სკოლა; 4. ზურაბ მიქიაშვილი -ტყიბულის №1 საჯარო სკოლა; 5. ლადო მესხი - ტყიბულის №6 საჯარო სკოლა.

მერიის ინიციატივა, მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას.

გააზიარე