ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში საბავშვო ბაღი გაიხსნა

26 ნოემბერი, 2018

ტყიბულს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა.

№6 საბავშვო ბაღი პატარებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ და 2014-2017 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავდროულად პროექტის ინიციატორმა, რობიზონ გვენეტაძემ, რომელიც სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ღონისძიებაზე.

                                       

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და 357 019 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს ,,თ.ბ.-კაპიტალმა“ აწარმოა.

                                    

ორ სასწავლო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ინვენტარით, რომლის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 17 444 ლარი გამოიყო. შენობა არის გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ადაპტირებული.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს და აღსაზრდელთა ღონისძიებას დაესწრნენ.

გააზიარე