ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ქურთუკების სამკერვალო საწარმო აშენდება

20 დეკემბერი, 2018

2019 წელს ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქურთუკების ქარხანის მშენებლობა იგეგმება, რომლის საინვესტიციო ღირებულება, პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია. პროექტს ,,საპარტნიორო ფონდი“ ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულში სტუმრად ჩინური მხარის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე პროექტის დეტალებს გაეცვნენ და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც სავარაუდოდ ქარხნის მშენებლობაა შესაძლებელი.

დამზადებული პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი და გადამზადების შემდეგ, საწარმოში 300-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ტყიბულში ქურთუკების საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი შეთანხმება ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის გენნერალურმა ადირქტორმა სია ტუძიემ მოაწერეს.

გააზიარე