,,ამნეზიას" კონცერტი ახალი წლის ღამეს
31 დეკემბრის საღამოს, მუნიციპალიტეტის თეატრში ტრადიციული საახალწლო კონცერტი გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე მუსიკალური ჯგუფი ,,ამნეზია“ წარსდგა, რომელმაც ტყიბულელ მსმენელს განსხვავებული მუსიკა შესთვაზა.
კონცერტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო. მან დამდეგი შობა-ახალი წელი შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მიულოცა და წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და ის ადამიანები დააჯილდოვა , რომლებიც თავიანთ პროფესიას წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან.
თემურ ჩუბინიძემ, მათ მუნიციპალიტეტის სახელით ფულადი პრიზები და საპეციალური სიგელები გადასცა.
საზეიმო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.