საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას აქტიურდ აგრძელებს, ეზოს კეთილმოწყობას კი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.
საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა. 51 541 ლარის ფარგლებში გათავალისწინებულია ეზოს შეღობვა და მოსწორება, ბეტონის საყრდნი კედლის, ტროტუარების, პარკირების, გარე განათების მოწყობა, ასევე ძელ-სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსება.
ეზოს მოწყობის სამუშაოებს ინდ.მეწარმე რატი ცერცვაძე ახორციელებს, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. საწირის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლებსაც. ახალ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას, ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა სერვისებით სარგებლობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება მუნიციპალიტეტში.