ცუცხვათში საკონსულტციო შეხვედრა გაიმართა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ცუცხვათის მოსახლეობამ, შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოკვეთა.
გამოყოფილი 16 000 ლარით ადგილობრივებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის შემოღობვა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღში კარ-ფანჯრების შეცვლა, მგზავრთა მოსაცდელის გაკეთება, წყლის მილების, სპორტული ინვენტარისა და გარე განათების მოსაწესრიგებლად საჭირო სადენების შეძენა გადაწყვიტეს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა და დასაფინანსებელი პროექტები, სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 532 000 ლარი გამოიყო, რომელიც 47 სოფელზეა გადანაწილებული.