ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თემურ ჩუბინიძე ბაღებში არსებულ პრობლემებს გაეცნო

7 თებერვალი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ა.(ა.)ი.პ. ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მერმა, გაერთიანების ხელმძღვანელის ემილია გაბრიაძე-კაკაბაძისა და ბაღის დირექტორების მიერ, გასული წლის მანძილზე გაწეული მუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და ბაღებში არსებულ პრობლემებს დეტალურად გაეცნო. შეხვედრას მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.


დირექტორებმა, ბაღებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე სათითაოდ ისაუბრეს, ყურადღება ასევე გამახვილდა სამომავლო გეგმებზე. თემურ ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია ქ.ტყიბულის მე-2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია სოჩხათის, გურნისა და ჯვარისის საბავშო ბაღის შენობების კეთილმოწყობა, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები განაახლებენ ფუნქციონირებას.

2021 წელს, მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაღი დადგენილ სტანდარტებში უნდა იქნას მოყვანილი, რათა ხელი არ შეეშალოს ავტორიზაციის პროცესს.

გააზიარე