ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 მილიონი ლარი იხარჯება

19 აპრილი, 2019

მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ტყიბულის მნუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 მილიონი ლარი იხარჯება. გამოყოფილი თანხით, საყრდენი კედლების, სახურავების, ხიდებისა და ბოგირების მოეწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მიმდინარე სამუშოებით დაინტერესდა და გურამიშვილის ქუჩზე, საყრდენი კედლის რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო. სყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს, 12 მიმართულებით, შ.პ.ს. ,,ევროტექნიქსი“ აწარმოებს, რომლის საერთო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს.

საყრდენი კედლების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ფიროსმანისა და გაბრიაძის ქუჩებზე, ასევე საცურაო აუზის მიდებარედ, მდინარის კალაპოტის გასწვრვრივ

გააზიარე