განსხვავებული დღე უფასო სასადილოში
შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულმა, ბავშვთა გაერთიანება "ანა-ბანა"-ს აღსაზრდელებმა და "კინომოყვარულთა კლუბი"-ს წევრებმა, ტყიბულის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
ბავშვებმა, სასადილოს ბენეფიციარებს მოკრძალებული ღონისძიება მიუძღვნეს და მათთვის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას ქალაქის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.