მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებმა, პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით, თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს და იმ სფეროებზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც მომავალში ადგილობრივმა თვითმმართველობამ მომსახურების მიწოდება უნდა გააუმჯობესოს.
სხდომაზე, ასევე განისაზღვრა 2019- 2020 წლების შიდა საბიუჯეტო კალენდარი და თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსების სავარაუდო მოცულობა.
წლის ბოლოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბიუჯეტის პროექტი კომისიის მიერ შემუშავებულ პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად წარედგინება.