ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თათბირი

16 ივლისი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილეები, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, სამსახურების უფროსებისგან გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორცილედება, მათგან უკვე დასრულდა ლიფტების რეაბილიტაცია და ზოგიერთ სოფელში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა, ამჟამად გზის დაგების პროცესი მანდიკორსა და კურსებში მიმდინარეობს.

კომუნალური გაერთიანების სამსახური, უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს გზის დახაზვას და გარე განათების ბოძების შეღებვას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან, გურამიშვილის ქუჩისა და მე-6 საჯარო სკოლის მიმართულებით .

ივლისის თვე დატვირთულია კულტურული და სპორტული ღონისძიებებითაც. თვის ბოლოს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტარატს აიღებს მინი ფეხბურთის ტურნირი, ასევე გაიმართება კონოფესტივალი, რომელიც ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

გააზიარე