ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

“ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის” პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

20 აგვისტო, 2019

 

პროექტის “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის მიზანია ტყიბულის, ჭიათურის,  ცაგერის, სურამისა და გარდაბნის ახალგაზრდების ჩართვა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მიმართულია მათი ქალაქისა თუ დაბის ურბანული განვითარებისათვის.

პროექტი ითვალისწინებს:

  • სამიზნე ლოკაციებში ახალგაზრდების 3 კაციანი ჯგუფების შექმნას.
  • ურბანულ განვითარებაზე მიმართული კონცეფციებისა და პროექტების კონკურსს, რათა სამიზნე ლოკაციების ახალგაზრდების ჯგუფები ჩაერთონ ადგილობრივი ურბანული განვითარების პროცესში.
  • სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და პროექტების წერის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლებისათვის ტრენინგების ჩატარებას.
  • სპეციალური სასწავლო ტურის ჩატარებას ჩეხეთის რესპუბლიკაში, რათა სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგარზრდები გაეცნონ ადგილობრივ ურბანულ განვითარებაში სამოქალაქო ჩათულობის ევროპულ გამოცდილებას.
  • მგდრადი და ფუნქციონალური მექანიზმის შემუშავებას, რათა პროექტით დაგროვილი გამოცილების გაზიარება მოხდეს საქართველოს სხვა რეგიონებზე.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა საპროექტო იდეების კონკურსში და გუნდებში წევრების შერჩევის კრიტეიუმები

1. გუნდის წევრები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები;

2. საპროექტო იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ  ტყიბულში, ჭიათურაში, ცაგერში, სურამსა და გარდაბანში მცხოვრებ ან რეგისტრირებულ ახალგაზრდებს 18დან 30 წლამდე;

3.გუნდის მინიმუმ 2 წევრი უნდა ცხოვრობდეს ან/და რეგისტრირებული უნდა იყოს სამიზნე ლოკაციებში (ტყიბული, ჭიათურა, სურამი, ცაგერი, გარდაბანი);

4.         გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 წევრისგან, აქედან ერთი წევრი უნდა იყოს გუნდის ხელმძღვანელი;

5.         საპროექტო იდეა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილებებს, მიმართული უნდა იყოს სამიზნე ლოკაციის განვითარებაზე და უნდა იყოს საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი;

6.         გუნდის წევრების ასაკი უნდა იყოს არანაკლებ 18 და არაუმეტეს 30 წლისა;

7.         გუნდის წევრები არ უნდა იყვნენ დასაქმებულნი საჯარო სამსახურში.

საპროექტო იდეების კონკურსის ზოგადიპრინციპები

  1. საპროექტო წინადადების იდეა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილებებს და მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის/დასახლების განვთარებაზე, საპროექტო წინადადება უნდა იყოს საჯარო სიკეთის მომტანი;
  2. საპროექტო იდეები არ უნდა იყოს მიმართული კერძო ინვესტიციების ან ბიზნეს იდეების განხორციელებაზე.
  3. გუნდების ყველა წევრმა მონაწილეობა უნდა მიიღოს პროექტით დაგეგმილ ყველა ღონისძიებებში (მენტორინგი, ტრენინგი და ა.შ);
  4. გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პროექტით განსაზღვურლი წესით, კერძოდ საჯარო კენჭისყრა;      
  5. კონკურსი მესალმება ინოვაციურ პროექტებს; 

                             

საპროექტო იდეების კონკურსის პროცედურა

თითოეულ სამიზნე ლოკაციაზე შეირჩევა ერთი გამარჯვებული საპროექტო იდეა, რომელსაც საჯარო კენჭისყრით შეარჩევს მოსახლეობა. თითეულ სამიზნე მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსება პროექტების საილუსტრაციო მასალა 3 დღის განმავლობაში. განთავსდება კენჭისყრის ყუთი, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნება კენჭი უყაროს თითოეულ პროექტს.

კენჭისყრის დღეს თითოეული გუნდი გამართავს პროექტის 10 წუთიან პრეზენტაციას და შეეცდება დამსწრე საზოგადოება დაარწმუნოს საკუთარი პროექტის უპირატესობებში.

თითოეულ გუნდს პროექტი მისცემს შესაძლებლობას მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს საკუთარი იდეის უპირატესობა.

 

საპროექტო იდეების კონკურსში გამარჯვებული:

  • გამარჯვებული საპროექტო იდეები (თითოეულ ლოკაციეზე ერთი) გადამუშავდება რეგიონალური განვითარების ფონდის მოთხოვნებთან შესაბამისად და შემდგომში განხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდის ფინანსური დახმარებით.
  • თითოეულ სამიზნე ლოკაციაზე გამარჯვებული გუნდის (სულ 5 გუნდი) ყველა წევრი გაემგზავრება ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო ტურით.  

 

ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვისპროექტში მონაწილეობის მსურველებმა,  25 აგვისტომდე განაცხადები  უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში ან გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: kulturaganatleba310@gmail.com

 საკონტაქტო პირი ლალი ისაკაძე -ტელ: 595 77 98 53

გააზიარე