ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში გარე განათების რეაბილიტაცია განხორციელდა

9 ოქტომბერი, 2019

ტყიბულში გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება. ამჯერად ახალი განთების სისტემა ქალაქის შემოსასვლელში, 1200 მეტრზე მოეწყო.

ხრესილის ქუჩაზე გარე განათების ორმოცი ბოძი დამონტაჟდა, რომელზეც ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები განთავსდა.

მუნიციპალიტეტმა წელს ელექტრონული ტენდერის საშუალებით სხვადასხვა სიმძლავრის 770 -მდე მრავალწერტილოვანი (LED) სანათი შეიძინა, რომელითაც 43 ქუჩაზე და ტყიბული-ქუთაისის გზატკეცილზე გარე განათება განახლდა.

ახალი დიოდური სანათების მთავარი უპირატესობა ვიზუალურ მხარესთან ერთად მისი ენერგოეფექტურობაა, რაც ტყიბულის განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიასა და ექსპლუატაციის ხარჯებს საკმაოდ შეამცირებს.

მუნიციპალიტეტის მასაშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას, ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება აწარმოებს.

გააზიარე