განცხადება
6 ინვარს 10:00 სთ-ზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მეტიის სააქტო დარბაზში გაიმართება პროექტ GRETA-ს საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას და მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა/განხილვას, ინტერაქტიულ რეჟიმში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით.
გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი კითხვით მიმართოთ GRETA პროექტის ორგანული სოფლის მეურნეობის და ტურიზმის კომპონენტების მენეჯერებს.
• ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერი, პროექტი GRETA: ლაშა ჭანტურია | +995 591 447 376
• ტურიზმის კომპონენტის მენეჯერი, პროექტი GRETA: თამარ ჭელიძე | +995 591 44 83 02