„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის კრებები ან კონსულტაციები გაიმართება, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელ პროექტებზე. პროექტის შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2020 წლის 20 იანვრამდე.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა: • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება; • სარწყავი სისტემები; • სანიაღვრე არხები; • ნაპირსამაგრი სამუშაოები; • გზები; • ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; • გარე განათება; • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; • ამბულატორიის შენობები; • კულტურის ობიექტები; • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; • სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; • სასაფლაოს შემოღობვა; • თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; • მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
სოფლის კრებები 21 იანვრიდან ყველა სოფელში ჩატარდება. კრებაზე/კონსულტაციაზე მოსვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ოდენობის ფარგლებში, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tyibuli.infrastr@gmail.com
საპროექტო წინადდებების ფორმა (იხ. ბმულზე) -https://drive.google.com/…/1sq_0OygV2aGCYCt8yeLY4gFto…/view…
შეხვედრის გრფიკი და გამოყოფლილი თანხები (იხ.ბმული) -https://drive.google.com/…/18rB9qaDDxYP-6J4rvgF3SoDqO…/view…
მერის ბრძანება (იხ.ბმულზე) -https://drive.google.com/…/1lSpE1v6RKwTy2vov8ikeK2IdG…/view…