253 ოჯახმა მუნიციპალიტეტისგან საახალწლო სჩუქრები მიიღო
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 253 ოჯახმა საახალწლო სჩუქრები მიიღო.
მოწყვლად ჯგუფებს დამდეგი შობა-ახალი ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა ოჯახებში მიულოცეს და მათ სურსათი და ტკბილეული გადასცეს.
საახალწლო ნობათი ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისიით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულში ხანდაზმულთა შინმოვლის პოროგრამა უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება და ის მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტში მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის, თბილ, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას. პროექტის ფარგლებში, 30 ბენეფიციარს თვეში ოთხჯერ მიეწოდება საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურებების კომპლექსი.