საახალწლო კაფე-საღამო
ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კაფე-საღამო მოეწყო, რომელშიც ახალგაზრდული თვითმმართველობის 70-მდე მოსწავლე იყო ჩართული.
კრეატიულმა ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შესაძლებლობები აჩვენეს.
მოსწავლეებმა სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მაყურებელს იუმორისტული ნომრები შესთავაზეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს, როგორც ხალხური, ისე თანამედროვე ცეკვები და სიმღერები. ასევე ისაუბრეს იმ პროექტების მიმდინარეობასა და შედეგებზეც, რომელიც მოსწავლეთა სასახლის მხარდაჭერითა და თანადგმით განახორციელეს.
ტრდიციად ქცეულ ღონსძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩიბინიძე ესწრებოდა.