აქტივობა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში
ტყიბულის სპორტის სასახლეში „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში მორიგი აქტივობა გაიმართა.
საჩვენებელ ღონისძიებაში 90 მონაწილე ჩაერთო, მათგან 80 საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ აღსაზრდელი, ხოლო 10 მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონა.
პროექტის მიზანია გასართობი თამაშებისა და პედაგოგიური „სახალისო ფეხბურთის კონცეფციის“ საშუალებით ხელი შეუწყოს მშვიდობის, დემოკრატიის, სტაბილურობის, სოციალური ურთიერთობის, მეგობრობისა და სპორტული თანამშრომლობის პროცესის განვითარებას საქართველოში და ამავე დროს წარმოაჩინოს მასობრივი ფეხბურთის ძირითადი პრინციპები.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ ორგანიზებით მოეწყო.