ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თემურ ჩუბინიძემ  სასურსათო მაღაზიებს დაწესებული შეზღუდვების ეფექტურად აღსრულებისკენ მოუწოდა

24 მარტი, 2020

ყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე  სასურსათო მაღაზიებში იმყოფებოდა, სადაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების ეფექტურად აღსრულებისკენ მოუწოდა.

მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მეწარმეების მხრიდან ფასებისა და  სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვის მნიშვნელობას.

სასურსათო  მაღაზიების მომარაგება მუნიციპალიტეტში ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

გააზიარე