საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ის პროდუქტები, რომელიც ბავშვებს სტანდარტულად სააღმზრდელო პროცესში უნდა მიეღოთ, ისევ მათ მიეწოდებათ.
პროდუქტი საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩარიცხულ ყველა ბავშვის მშობელს გადაეცემა და განმეორებით 616 აღსაზრდელი დაკამყოფილდება.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტყიბულის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2 მარტს შეწყდა.