ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

გარე განათება

1 მაისი, 2020

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტყიბულის მერიამ 1500 ცალი ახალი დიოდური სანათი შეიძინა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.

ძველი სანათები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით 43 ქუჩაზე და ტყიბული-ქუთაისის გზატკეცილზე განახლდა, ხოლო ქალაქის შემოსასვლელში 1200 მეტრზე ახალი განთების სისტემა მოეწყო.

ახალი დიოდური სანათების მთავარი უპირატესობა ვიზუალურ მხარესთან ერთად ენერგოეფექტურობაა.

ძველი სანათების ახლით ჩანაცვლების პარალელურად, დეკორატიული განათება მოეწყო ეკლესიის, თეატრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მერიის ადმინისტრაციული შენობის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გარე ფასადებზე, 9 აპრილის სკვერში, ხიდებზე და ქალაქის შემოსასვლელში არსებულ სტენდზე განთავსებულ ბარელიეფზე.

გააზიარე