სავაჭრო ობიექტების წინ რიგების მართვას მერიის თანამშრომლები უზრუნველყოფენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს დილიდან ტყიბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების წინ რიგების მართვა ხორციელდება.სოციალური დისტანცირების დაცვას ადგილზე პოლიციასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე და მერიის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება, ხოლო საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.