ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება

10 აპრილი, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, ორგანიზებულ სექტორებში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები გადასცა.

26 დევნილ ოჯახს პროდუქტები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თანამაშრომლებმა ბინაზე მიუტანეს. საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკვები პროდუქტებით დახმარება 474 ბენეფიციარმა მიიღო.

გააზიარე