სურსათის დარიგების პროცესში მუნიციპალიტეტის მერი ჩაერთო
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო. სურსათის დარიგების პროცესში, მოხალისეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ, რომლებმაც პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები ხანდაზმულებს სახლებში მიუტანეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სურსათის დარიგება კვირის ბოლომდე გაგრძელდება და მას 70 წელს გადაცილებული 150 მარტოხელა პენსიონერი მიიღებს.