შეხვედრა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულბას შეუდგნენ. სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ზაზა ზოსიაშვილი და საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დეტაურად განიხილეს თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეები. თემურ ჩუბინიძე, ასევე დაინტერესდა კორონავირუსით გამოწყვეული ვითარების გამო, ხომ არ აქვთ მეწარმეებს რაიმე შეფერხება. თუცა გაირკვა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე კომპანიების წარმომადგენლებს ჯერჯერობით პრობლემები არ შექმნიათ და ისინი სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
ადგილობრივი ხელისუფლება და მეწარმეები კოორდინირებულ კომუნიკაციაზე და კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.