ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მოწამეთაში არტეზიული ჭა მოეწყო

23 ივნისი, 2020

 

✅ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში, მონასტრის მახლობლად არტეზიული ჭა მოეწყო, რომლის ექსპლოატაციაში გაშვებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაესწრო.



✅არტეზიული ჭის მოწყობა პროექტის - „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქალთა შრომის შემსუბუქება და სიღარიბის დაძლევა სასმელი წყლის უზრუნველყოფის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში, ორგანიზაციამ „მშობლები საქართველოს მომავლისთვის“ განახორციელა.

✅პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „Women 2030” და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო“.

გააზიარე