ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

16 ივნისი, 2020

  საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ბილბორდის კონსტრუქცია, რომელზეც განთავსებული იყო ევროპის ჩემპიონის ილია სულამანიძის ბანერი წარმოადგენს კერძო საკუთრებას. ერთი წლის წინ მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით აღნიშნულ ბილბორდზე ახალგაზრდა სპორტსმენის ბანერი მესაკუთრესთან შეთანხმებით უსასყიდლოდ განთავსდა.
  ამჟამად მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს ახალი სარეკლამო სივრცის მოწყობის საკითხზე, სადაც გამოიფინება ჩვენი ქალაქის სიამაყის ილია სულამანიძის განახლებული ბანერი.

გააზიარე