ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

20 ოქტომბერი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, წელს სოფლის შიდა გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია 16 მიმართულებას მოცავს.

შიდა გზების მოწყობა უკვე დასრულდა სოფლებში: ახალსოფლი, გელათი (საბავშვო ბაღთან მისასვლელი) ; წყნორი, სამტრედია; საწირე (ცირეკიძეებს უბანი) ;დაბაძველი ;კურსები; გურნა; ცუცხვათი-ძუყნური, მოწამეთა.გზის სავალი ნაწილის მოწყობა მიმდინარეობს ჯვარისაში, ნაბოსლევში, საწირე ში (სანატორიუმის მიმდებარედ) და მუხურაში( კირკიტძეების უბანი, ტელმანი, საკვირაო).აღსანიშნავია, რომ მოწამეთასა და ნაბოსლევში მხოლოდ მიმდინარე წელს განსაზღვრული სამუშაოები დასრულდა, რომელიც 2021 წელსაც გაგრძელდება.

         

სოფელ ჯვარისაში არსებული სამუშაოებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც არმირებული ბეტონის საფარიანი გზის დაგების პროცესს დაესწრო და მოსახლობას გაესაუბრა. ჯვარისაში, 1400 გრძივ მეტრზე, 16 სმ სისიქისა და 4,5 მეტრი სიგანის გზა კეთდება. სამუშაოებს შ.პ.ს. "გი-ან 2011" ახორციელებს, რომლისთვისაც 459 323 ლარი იხარჯება.

გააზიარე