ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი სრულდება

8 ოქტომბერი, 2020

ტყიბულის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. პროექტის ფარგლებში, არსებული სკვერის საფეხმავლო ბილიკები ქვის ფილებით მოპირკეთება, განახლდა მწვანე საფარი, განთავსდა ძელსკამები და რეაბილიტაცია ჩუტარდა შადრევანს.

    
პარალელურად წესრიგშია მოყვნილი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნი და ტრიბუნები, ხოლო მიმდინარეობს სველი წერტილებისა და გასახდელების მოწყობა. აღნიშნულ სივრცეში, ასევე დაიდგა სპორტული ტრენაჟორები. პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გლობალ სტანდარტ მშენი" ახორციელებს.

 

       

გააზიარე