ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

8 დეკემბერი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, წელს განსაზღვრული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 3,6 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, საავტომობილო გზის გასწვრივ მოეწყო რკინა–ბეტონის კიუვეტები, განხორციელდა საყრდენი კედლების მშენებლობა და დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. პროექტი, როგორც პარკინგის, ასევე ,,გადასახედის“ მოწყობასაც ითვალისწინებს და სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

    


საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.

გააზიარე