ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

263 წელი ხრესილის ომიდან

14 დეკემბერი, 2020

ხრესილის ბრძოლაში, ოსმალებზე გამარჯვებიდან 263 წელი გავიდა!

ხრესილის ომის 263-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ხრესილის ომის მეომორიალი ყვავილებით შეამკეს.

ხრესილის ბრძოლა გაიმართა 1757 წლის 14 დეკემბერს.

ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე (ახლანდელი ტყიბულის ტერიტორია). სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა.

ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წამოუძღვა მტერს იმერეთისაკენ. დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შემოვიდა.

სოლომონმა მტერი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას - ხრესილის მინდორზე - შეიტყუა და სასტიკად დაამარცხა. სამი ფაშა დაატყვევეს და შემდეგ დახოცეს. ომში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს.

გააზიარე