თემურ ჩუბინიძის მილოცვა ქალბატონებს
ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ქალბატონს მინდა, მოგილოცოთ გაზაფხულის ყველაზე გამორჩეული დღესასწაულები - დედის დღე და 8 მარტი! ამ საყოველთაო პანდემიის ჟამს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. რთული გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ, რომ ყველაზე კრიზისული პერიოდი ერთად ადვილად გადავლახოთ. საქართველოს ისტორია ხომ ქალბატონების გმირობის, თავდადების, სათნოების, გამძლეობის მაგალითია. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას. სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას! შვილებს კი ვუსურვებ, მუდამ ჰქონოდეთ უნარი სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს!
ღრმა პატივისცემით,
თემურ ჩუბინიძე
ტყიბულის მუიციპალიტეტის მერი