მოსახლეობასთან შეხვედრა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ამომრჩევლებთან კონსულტაცია მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვერას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივებმა, განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წინადადებები წამოაყენეს და გამოყოფილი 20000 ლარით, მუხურა-მუჯირეთის გზაზე არსებული ბოგირის რეაბილიტაციის და საკვირაო-ბუიძეების დამაკავშირებელი გზის მოხრეშვის გადაწყვეთილება მიიღეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 542 000 ლარია გამოყოფილი.