მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
ტყიბულის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე დაიყარა ტექნიკური მარილი და ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.