რეკრუტირების სამსახურის იმერეთის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს რეკრუტირების პროცესი .თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეკრუტირების სამსახურის იმერეთის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრა შედგა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერასა და პროექტის მონაწილე პირებს შორის, რის შემდეგ პროცესმა გადაინაცვლა ქალაქის ტერიტორიაზე.
ჯარისკაცები (რეკრუტერები) მოსახლეობას ესაუბრნენ სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შესახებ. მათ თავდაცვის ძალებში დასაქმების მსურველებს ინფორმაცია მიაწოდეს კონტრაქტის პირობებზე, ანაზღაურებაზე, სოციალური დაცვის გარანტიებზე და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე, აგრეთვე უპასუხეს აპლიკანტთა მიერ დასმულ კითხვებს. მსგავსი აქტივობა იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.